“საქართველოს ბანკმა” ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო

საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. “საქართველოს ბანკი” ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული ტრანზაქციები მოგებად აქციონ.

“საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ისეთი აქტივობების ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებისას, როგორებიცაა თანხის გადარიცხვა, კომუნალურების დაფარვა, ანაბრის გახსნა თუ სხვა, ბიზნესის წარმომადგენლები გათამაშების ბილეთს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან.

მათივე ცნობით, გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გათამაშების პერიოდში, ინდ. მეწარმეებს ყოველთვიური პრიზების, მათ შორის 10 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიის დასასრულს კი გათამაშდება ფინალური პრიზები 20 000, 30 000 და 50 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც გათამაშების მეტი ბილეთი აქვთ დაგროვებული, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.

ამ ბმულზე ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ნახონ იმ ბიზნეს ტრანზაქციების სრული სია, რომელთა შესრულებით სხვადასხვა ოდენობის ბილეთს აგროვებენ. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია კი „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკში იქნება ხელმისაწვდომი.

„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მასშტაბურ გათამაშებას ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გათამაშება საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მარტივად შეასრულონ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები და ტრანზაქციები, წავახალისოთ ბიზნესების გაციფრულება და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამასთან, ვფიქრობთ, ფულადი პრიზები მათ საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მეწარმეებს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი.

ბანკის ინფორმაციით, გათამაშების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება