ირაკლი კობახიძე - შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას

შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის გადამცემი კაბელის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია და სამუშაოების დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის გადამცემი კაბელის განვითარებაზე, აქ საქმე ეხება ელექტროენერგიის გადაცემას, ასევე ინტერნეტის გადაცემას. საერთო სიგრძე ამ კაბელის არის 1 155 კილომეტრი და სამუშაოების დასრულება იგეგმება 2030 წლისთვის. ეს კაბელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას. ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ამ პროექტის განხორციელება.

ჩვენი პარტნიორები არიან კონკრეტული ქვეყნები: რუმინეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, მათთან პარტნიორობით განხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო