პრემიერი - ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი - სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„გარდა იმისა, რომ შექმნილი გვაქვს სათანადო გარემო, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერისათვის. არის ყბადაღებული თემა, ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი - სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამ პროგრამების გაფართოება, საერთო ბიუჯეტით შემდეგი 4 წლისთვის - 1.5 მლრდ ლარი.

ამ პროგრამით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე, გეგმის მიხედვით, გაჩნდება 5 000 ახალი მეწარმე სუბიექტი და მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე ქვეყანას დაემატება 70 000 ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს