პრემიერი - ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა - ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებით.

ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უკვე 2028 წლისთვის 90%-ს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს