ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გაიზრდება ინვესტიციებიც - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული

ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული პროგნოზით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული.

„არსებულ ტენდენციებს შევინარჩუნებთ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გაიზრდება ინვესტიციებიც ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი პროგნოზია ის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. უშუალოდ ამისთვის ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, უახლოესი კვირების განმავლობაში არის დაგეგმილი კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება, რომლითაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციები შეიძლება იქნას მოზიდული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება