პრემიერი - ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა

რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება და აღნიშნულისთვის, ყოველწლიურად, 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 400 მლნ იქნება მინიმუმ გამოყოფილი, მთის ფონდის ფარგლებში - 155 მლნ მინიმუმ და ასევე ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკავშირდება გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის, ყოველწლიურად 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, უშუალოდ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს