ირაკლი კობახიძე - 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა.

მისი თქმით, პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლების განმავლობაში და აქაც გვაქვს კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით.

„როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნაწილში, მნიშვნელოვანი განახლება გვქონდა და შემდეგი წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება, აქაც გვაქვს ცალკე პროექტი - „პოლიციის ქალაქის“ პროექტი და ამ მიმართულებითაც გვექნება სერიოზული წინსვლა, 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს