რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რის შედეგადაც დარტყმა განხორციელდა პალაუას დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას 60 წლის უკრაინელი ემსხვერპლა, რომელიც ტვირთების დამუშავების კერძო კომპანიაში მუშაობდა.

ამასთან, დაშავდა უცხოეთის ხუთი მოქალაქე. კიპერის განცხადებით, სამართალდამცავები რუსეთის ახალი დანაშაულის შედეგებს აღრიცხავენ.

„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობის ჩაშლას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ოდესის ოლქის პორტებში სამოქალაქო გემზე მეორე თავდასხმაა“, - აღნიშნა კიპერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს