კამალა ჰარისი - ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება.

„არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, - განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის.

ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში.

ამასთან, ჰარისის მტკიცებით, დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, „პუტინი სწორედ ახლა კიევში იჯდებოდა“.

”ის საუბრობს, ოჰ, მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე“, - აღნიშნა ჰარისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით - გავაგრძელებ უკრაინის გვერდით დგომას“, - აღნიშნა ჰარისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება