ოთარ შამუგია - პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა. ეს შედეგები არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებითაა დადასტურებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხელშესახებ შედეგზე ყველა მიმართულებით, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მილიარდი ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე, ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

პრემიერმა ასევე, ისაუბრა იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რაც გაქვს გარემოს დაცვის კუთხით. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართულებით. ჩვენ შვეიცარიელ ექსპერტებთან, ფინეთის მეტეოსამსახურთან ერთად, დაწყებული გვაქვს სრულიად თანამედროვე სისტემების დანერგვა ქვეყანაში, რომელიც დროთა განმავლობაში, უკვე მომავალ წლებში სრულად იფუნქციონირებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის განცხადებასაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება