კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, „წალკოტადქცეულ წყალტუბოზე“, ანაკლიის პორტზე და კურორტზე, „დაბრუნებულ გარეჯზე“ და მრავალი სხვა შეუსრულებელი დარჩა.

დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.

რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას.

26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება