რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, ბერლინში, 9-10 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია ეხება თემას - „როგორ შეუძლია ინკლუზიურ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას პრევენცია მოახდინოს ან/და აღკვეთოს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ძალადობა“ (How Inclusive FoRB Can Preempt/Prevent Radicalization, Extremism, and Violence).

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნო“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემი” (LYNC) რომელთან ერთადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2023 წლის ივნისში, თბილისში ჩაატარა სამ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და კანონის უზენაესობა“ და 2024 წლის 9-10 ივლისს, ბათუმში ჩაატარა ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ცნობით, კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე რელიგიისა და რწმენი თავისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების, თანამედროვე გამოწვევების, მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება