„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე“ ქეთევან ქვარცხავამ განმარტა, შეხვედრაზე მოწვეულია ხუთი პოლიტიკური პარტია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, „გახარია საქართველოსთვის” და „ქართული ოცნება”.

მისი თქმით, საუბარი სამართლის უზენაესობას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

როგორც ქვარცხავამ განმარტა, ასევე საუბარი იქნება, როგორი ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასა და ამაზე მუშაობაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე „იურიდიული ფირმების ასოციაციამ” მოიწვია მოქმედი ადვოკატები, ასევე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო მათ რიგებში წამყვანი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ გვიპასუხონ შეკითხვებზე, რომლებიც ძირითადად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება“, - აღნიშნა ქვარცხავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს