ამერიკული ტურისტული კომპანიებისა და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და „Forbes Magazine”-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, საქართველოში ინფოტური ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ესტუმრნენ ქუთაისს და კურორტ საირმეს, სადაც სტუმრებმა იმერეთის მიმზიდველი ადგილები მოინახულეს და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნენ.

„იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, ეწვევიან წინანდალს, სიღნაღსა და ლოპოტას, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ნაგებობებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ადგილზე ქართულ ტრადიციულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. ინფო ტურის ფარგლებში „Forbes Magazine” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ინფოტურის მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია იმიაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 10-მდე წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვია, ისინი საქართველოში დარჩებიან თითქმის 1 კვირის განმავლობაში და შეხვდებიან ქართველ პარტნიორებს.

„ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოივლიან რეგიონებს, ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს და გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და კულტურას. მათ ახლავთ „Forbes“-ის ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით ამ შეხვედრების შესახებ მოამზადებს სტატიას, დაწერს იმის შესახებ თუ როგორი საინტერესოა ამერიკული ბაზრისთვის საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სტუმარმასპინძლობა“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც გარდიო ნიუ-იორკის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ალეჰანდრო გარდიო აღნიშნავს, B2B ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები.

„საქართველოში პირველად ვარ, დღეს ჩვენ გვქონდა B2B ფორმატში შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, სადაც გავეცანით ამ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ამერიკულ, ასევე ესპანურ ტურისტულ ბაზრებზე, პრეზენტაციაზე გავეცანით, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი. ვფიქრობ შესაძლებელია მალე დავიწყოთ კომბინირებული ტურების მოწყობა საქართველოში, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი მარნები, გემრიელი ღვინო, საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, აქ ნახავთ მონასტრებს. ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებული ტურისტული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ შევხვდი სერვისის მომწოდებლებს, გავეცანი მათ შეთავაზებებსა და პროდუქტებს და იმედია მალე დავიწყებთ თანამშრომლობას“-აცხადებს ალეჰანდრო გარდიო.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ტურის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება როგორც ამერიკულ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე და ტურისტთა ახალი ნაკადების მოზიდვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება