ანა ნაცვლიშვილი - ერთადერთი გზა, საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი, გადის იმაზე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება

ერთადერთი გზა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი, გადის იმაზე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და რუსეთის მსახური ხალხის ნაცვლად ამ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს გაატარებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო იზოლაციაში.

„ვხედავთ, რომ ამ თვის განმავლობაში 3 უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ეთმობა ევროკავშირში საქართველოს. დღეს იქნება მოსმენა, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აღარანაირი მოლოდინი აღარ არსებობს, რომ ისინი რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლიან. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ძალიან ღიად ითქვა უკვე, რომ არათუ მოლაპარაკებებისთვის არ დასხდებიან ერთ მაგიდასთან, არამედ შეხვედრებზეც კი აღარ იწვევენ „ქართულ ოცნებას“. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ერთადერთი შანსი რჩება მოქალაქეებს, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჰქვია. ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება, იმიტომ, რომ ცხადია, „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო იზოლაციაში. მათ პირობებში ქვეყანას არანაირი წინსვლა არ ექნება. ამიტომ, ერთადერთი გზა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი, გადის იმაზე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და რუსეთის მსახური ხალხის ნაცვლად ამ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს გაატარებს”, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს