„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ანა ნაცვლიშვილი

სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.

2007-2008 წლებში სტაჟირება გაირა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მე-19 მუხლში" და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.

2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.

2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017 წ.), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის (2016-2017 წწ.) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2016).

ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროსაბჭო, და სხვ.

მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული სტიპენდია და სიგელი.

2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის უფლებადამცველი".

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილს აშშ-სგან ბოლო შანსი ეძლევა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი
ანა ნაცვლიშვილი - თუ მინავლებულია პროტესტი, ამიტომ არის გაგიჟებული არალეგიტიმური პარლამენტი და ყოველ კვირას ახალ უფრო რეპრესიულ კანონს აცხობს? - „ოცნებაში" ზუსტად იციან, რომ საზოგადოებაში მათი მიმღებლობა უკიდურესად შემცირებულია
ანა ნაცვლიშვილი - თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის
ანა ნაცვლიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა - ეს იქნება ტესტი იმისა, ემსახურება თუ არა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს
ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდებაზე - ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არ არის თანახმა, ხელი მოვაწეროთ საქართველოს გარუსების გეგმას, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება
ანა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძისთვის გირაოს შეფარდებაზე - ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით
ანა ნაცვლიშვილი - პროცესს სჭირდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, აუცილებელია ერთიანობა - ხალხო, მათ ვისაც მანდატები მოგვენიჭა, შევქმნათ ერთიანი პროცესი!
ანა ნაცვლიშვილი - როცა ცარიელი ფურცლისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი - როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი
ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ ტალღას, რომლის სამიზნეც არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან
ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს მორიგი პოლიტიკური დევნაა
ანა ნაცვლიშვილი - ჯიმ რიში არათუ რჩება აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს - მისი კრიტიკა აჩვენებს, რომ ურთიერთობების ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება, აშშ ზუსტად ხედავს, ვინ - ვინ არის
ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენი გეგმაა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ჯარიმების გაუქმება, ასევე, დაზარალებული ადამიანების კომპენსაცია
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ჰუმანიტარული დახმარება იმერეთის სოფლებშიც ჩაიტანეს
„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა
ანა ნაცვლიშვილი - როცა რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, ეჭვის სივრცეს აღარ ტოვებს, რომ  „ქართული ოცნება" ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება
ანა ნაცვლიშვილი - მოხალისეები რომ არ დარაზმულიყვნენ, კობახიძე დღესაც ღრმა ძილში იქნებოდა - სამარცხვინოა, ამ ადამიანებს უთხრა საყვედური, სტიქიაზე „ქართული ოცნების“ რეაგირება კი დანაშაულებრივი გულგრილობაა
ანა ნაცვლიშვილი ჯარიმებზე - არ ვაპირებთ, ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ - ვაპირებთ, რომ რეჟიმს თავსატეხი, სერიოზული ბიუროკრატიული პრობლემები გავუჩინოთ და იქით შევუტრიალოთ ბრძოლა, რომელსაც მოქალაქეების მიმართ საბჭოთა რეპრესიული კანონებით ცდილობენ
დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება