ანა ნაცვლიშვილი - თუ მინავლებულია პროტესტი, ამიტომ არის გაგიჟებული არალეგიტიმური პარლამენტი და ყოველ კვირას ახალ უფრო რეპრესიულ კანონს აცხობს? - „ოცნებაში" ზუსტად იციან, რომ საზოგადოებაში მათი მიმღებლობა უკიდურესად შემცირებულია

თუ ასეთი მინავლებულია პროტესტი, ამიტომ არის გაგიჟებული არალეგიტიმური პარლამენტი და ყოველ კვირას ახალ კანონს აცხობს?, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, “ქართული ოცნება”, შესაძლოა, განიხილავდეს ვერსიას, როდის იქნება მისთვის იდეალური მომენტი ახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად.

“აქ ძალიან დიდი განსხვავებაა ორ სცენარს შორის - როდესაც “ქართული ოცნება” თავისი კალკულაციითა და მისთვის იდეალურ მომენტში ნიშნავს არჩევნებს და როდესაც საზოგადოებრივი ზეწოლით იძულებულია, დანიშნოს არჩევნები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის კი არა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისთვის იდეალურ მომენტში გადაწყვიტოს და ჩაატაროს არჩევნები. ის შესაძლოა განიხილავდეს ამ ვერსიებს, როდის იქნება მისთვის ყველაზე იდეალური მომენტი.

ჩვენ რა გვინდა, მე რა მინდა როგორც მოქალაქეს და რისთვის დგას ხალხი ქუჩაში. ხალხი ქუჩაში დგას იმისთვის, რომ დიდი წნეხი შეიქმნას ქვეყანაში და ფართოა ეს პროტესტი.

ზოგჯერ უფრო იმედიანად, ზოგჯერ უფრო ნაკლებ იმედიანად არიან ხოლმე ადამიანები - ეს დამოკიდებულია საერთაშორისო გამოხმაურებებზე, პროტესტის რაოდენობაზე და ა.შ. მაგრამ დიდ სურათში მთავარი ამბავი არის ის, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს პროტესტი დუღს. რუსთაველი არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვლინება ამ პროტესტის. ამიტომ არის, რომ ყოველ კვირა ახალ და კიდევ უფრო რეპრესიული კანონების მიღებას ცდილობენ. როგორ გვგონია, ასეთი მინავლებული თუ არის პროტესტი, ამიტომ არის გაგიჟებული არალეგიტიმური პარლამენტი და ყოველ კვირას ახალ კანონს აცხობს? არა, მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოებაში მათი მიმღებლობა არის უკიდურესად შემცირებული, მათ შორის, 26 ოქტომბრის შემდეგ”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე