ანა ნაცვლიშვილი - ჯიმ რიში არათუ რჩება აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს - მისი კრიტიკა აჩვენებს, რომ ურთიერთობების ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება, აშშ ზუსტად ხედავს, ვინ - ვინ არის

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეერთებულ შტატებთან ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯიმ რიშის კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „ზუსტად ხედავს, ვინ - ვინ არის“.

„ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომელთაც არალეგიტიმური, რუსული „ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ, მათზე წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ, ეს ადამიანები არათუ რჩებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც, ასეთი არის მათ შორის, ბატონი რიში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება „ქართული ოცნების“ მხრიდან შეერთებულ შტატებთან ვერ მოხდება, რადგან მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსების მეგობრები იმავდროულად ვერ იქნებიან ამერიკის მეგობრები. ბატონი რიშის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ბატონი ტრამპის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ზუსტად აქვს დანახული, ვინ - ვინ არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი