ანა ნაცვლიშვილი - როცა ცარიელი ფურცლისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი - როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცარიელი ფურცლისთვის ადამიანების დაკავება არის ავტორიტარიზმი.

როგორც ნაცვლიშვილი წერს, სამართალდამცველები ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს.

„როცა ცარიელი ფურცლის ჭერისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი (მაგ. რუსეთში ხდება ასე).

როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი.

დღეს „ქართული ოცნება“ არის საოკუპაციო რეჟიმი!

და თქვენ, ფორმიანებო, საქართველოს არ ემსახურებით, თქვენ ემსახურებით საოკუპაციო რეჟიმს“,- წერს ნაცვლიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს