ანა ნაცვლიშვილი BBC-ს მასალაზე - ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ - იმ საშინელმა შეგრძნებებმა, რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა!

ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ - იმ საშინელმა შეგრძნებებმა, რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი ანა ნაცვლიშვილი წერს.

„BBC-ს გამოძიების თანახმად, აქციებზე გვარბევდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით! განა მიკვირს ?!

ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იმ საშინელმა შეგრძნებებმა რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა!! არ შეიძლება ასე მოექცე სამოქალაქო პირებს მშვიდობის დროს, ეს ომიათქო, ვფიქრობდი და დავწერე კიდეც.

ამის შედეგებს კიდევ როდის და სად ვიწვნევთ, ვინ იცის ჩვენს ჯანმრთელობაზე!“ - წერს ნაცვლიშვილი.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე