ანა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძისთვის გირაოს შეფარდებაზე - ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით

ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძისთვის სასამართლოს მიერ 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება.

როგორც ის აღნიშნავს, ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.

„მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ფანტაზია უსაზღვროა, როცა ავტოკრატიასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთავარი ამბავია ის, რომ არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ ქვეყნის გარუსებას და არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა გახდეს რუსეთის ნაწილი. მათი მცდელობაა, დასაჯონ ადამიანები და გააჩერონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვით, ამის გამო მიმდინარეობს ეს ფარსი სასამართლო პროცესები, მაგრამ ისევე როგორც ბევრჯერ, ამ ქვეყნის ისტორიაში, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს