ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ ტალღას, რომლის სამიზნეც არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან

ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალა, უნარი და პატრიოტიზმი, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, არ გადააბარონ რუსეთს და გახადონ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - ამიტომ იდევნებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, მათ საქმეებზე პროკურატურისთვის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს არის ანგარიშსწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც გუნდის წევრებს არ შეშინებიათ „მუქარის, დევნის, შანტაჟის, არ დაქვემდებარებულია მოსყიდვის მცდელობას“.

მისივე თქმით, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან.

„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ ტალღას, რომლის სამიზნეც არიან „ლელო - ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს არ არის ახალი ან პირველი შემთხვევა, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორება და დასჯის მცდელობა იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნებულიყო რუსეთის ორბიტაზე. ეს ადამიანები ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ანაკლიის პორტი, რომელიც ივანიშვილმა რუსეთის დავალებით გააჩერა.

ეს არის ანგარიშსწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც ჩვენი გუნდის წევრებს არ შეშინებიათ არც მუქარის, არც დევნის, შანტაჟის, არ დაქვემდებარებულია მოსყიდვის მცდელობას და არ დაგვიხუჭავს თვალი არცერთხელ მაშინ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო და ამას ახორციელებს რუსეთის დავალებით „ქართული ოცნება“.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ რეჟიმს საქართველოში და სწორედ ამიტომ ივანიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო შეესრულებინა ქართველი ხალხისთვის მიცემული ვერცერთი პირობა, ვერ შექმნა ეს ქვეყანა, როგორც ძლიერი ეკონომიკა, ვერ შეძლო ქვეყანა გაეხადა ევროკავშირის წევრი, ვერ შეძლო ანაკლიის აშენება, ამიტომ, რადგან თვითონ განიცადა სრული ფიასკო და ყველა დაპირება, რომელიც მან ხალხს მისცა იყო ტყუილი, ის ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალა, უნარი და პატრიოტიზმი, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, არ გადააბარონ რუსეთს და გახადონ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ იდევნებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს. არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან!“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა