„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ბადრი ჯაფარიძე

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

ბ-ნი ჯაფარიძე კითხულობდა ფსიქოლოგიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურის კვალიფიკაცია. 2001 წელს მან ასევე დაასრულა აღმასრულებელი კურსი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში.

1990-1992 წლებში ბატონი ჯაფარიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იგი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.

1992 წელს მამუკა ხაზარაძესთან ერთად დააარსა თიბისი ბანკი და დაინიშნა ბანკის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად. 1993-1995 წლებში ბ-ნი ჯაფარიძე მუშაობდა თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1995 წელს აირჩიეს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, სადაც მსახურობდა თავმჯდომარის მოადგილედ.

1996-2014 წლებში იყო TBC TV- ის გამგეობის თავმჯდომარე.

1995-2003 წლებში მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს შუშისა და მინერალური წყლის კომპანიაში, რომლის თანადამფუძნებელიც იყო. კომპანიას მოგვიანებით დაერქვა IDS Borjomi და ის იყო საბჭოს წევრი 2004-2010 წლებში. 2004 წელს ბატონი ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრად. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის გამგეობის წევრად, რომლის თანადამფუძნებელიც არის. 2006 წელს ბ-ნი ჯაფარიძე აირჩიეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და პარალელურად გახდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2019 წელს მამუკა ხაზარაძესთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის. ის პარტიის გენერალურ მდივნად 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს.

2020-2022 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

2023 წლის მარტიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
ბადრი ჯაფარიძე - პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს - ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ არ დათმობენ
ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილს ერთხელაც არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტი და საფრთხის ძირითადი წყაროა - პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და არა ვიწროპარტიული ინტერების გატარების
ბადრი ჯაფარიძე - კობახიძე ყველამ ვიცით რას წარმოადგენს, მისთვის კონსტიტუცია არის ბიძინა - დღევანდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროევროპული ძალების გაერთიანება და კოორდინაცია
ბადრი ჯაფარიძე -  ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო გახდა „ქართული ოცნების“ ფილიალი
ბადრი ჯაფარიძე - რაც გუშინ ვნახეთ და რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული
ბადრი ჯაფარიძე - შს მინისტრს მოვუწოდებ, ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა - უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს
„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რუსთავის საკრებულოს წევრი ნინო სულაძე „ლელოს“ შეუერთდა
ბადრი ჯაფარიძე - ახლა რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ. რუსული კანონის მეშვეობით აკეთებს, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ
ბადრი ჯაფარიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ, ამიტომ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ
ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, აღკვეთონ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე
ბადრი ჯაფარიძე - ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება
ბადრი ჯაფარიძე - არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ გადაირჩიოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში - ვისაც ხალხი გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიცია
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საუბარი იმაზე, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ტაქტიკა რუსულს ჰგავს, რუსები მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ანადგურებენ, ესენი - მორალურად
ბადრი ჯაფარიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ლელოს“ სარჩელის მიღებაზე - 4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობა მიმდინარეობს - ჩვენი ბრძოლა, პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, შედეგს გამოიღებს
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს