ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ამოცანაა, დავიცვათ ქვეყანა შედეგებისგან, რომელსაც უქადის “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული ავანტიურა - შედეგები გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის

ჩვენი ამოცანა ახლა აქ არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ შედეგებისგან, რომელსაც უქადის “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული ავანტიურა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლეთა პლენუმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს.

ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანაა, მილიონზე მეტ ქართველს არჩევანის უფლება წაართვას.

“შედეგები გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ამოცანა ახლა აქ არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ შედეგებისგან, რომელსაც უქადის “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული ავანტიურა.

პარტიების აკრძალვა შინაარსობრივად ნიშნავს, რომ წაართვა არჩევანის უფლება მილიონზე მეტ ქართველს და “ქართული ოცნების” სურვილია, რომ აიძულოს ჩვენი თანამოქალაქეები, მათთვის სასურველ პარტიას მისცეს ხმა და არა იმ პარტიას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს მოსწონს და ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის სუვერენული უფლების შელახვა, შესაბამისად, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადსა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა