„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის ასეთი მაგალითი. დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე პარტიის გაუქმების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხუთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.