კახა ოქრიაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ოცნებამ“ არჩევნების წინ ახალი თემა გამოაცხო, უფრო სწორად „გააცოცხლა“ - პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თურმე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამიტომ იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ, ვითომ ეყრდნობიან კონსტიტუციას და ამ სიტყვასაც ხშირ-ხშირად ახსენებენ.

პირადად მე კობახიძის დაწერილი ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია არ მაინტერესებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით.

26 ოქტომბერს ყველანი ერთად, არჩევნებზე!“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!