გივი მიქანაძე - პრეზიდენტის მიერ რაღაც ე.წ. საკოორდინაციო შტაბის ორგანიზება, სხვა არაფერია თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და წარმოადგენს წინასაარჩევნო დარღვევას

ის პროცესები, რაც ოპოზიციის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, ერთგვარი მათი შიდა თამაშებია - ქარტიას ამოქმედებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ყველანაირად გასცდა კონსტიტუციას. მისთვის კონსტიტუცია აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, ამიტომ თვითონ ჩანასახშივე, ის დოკუმენტი, რაც პრეზიდენტმა მოიგონა, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ამასთანავე აბსოლუტურად არაფრის მომცემი, მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. როგორც დღეს ის არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, ასევე უფუნქციოდ დარჩება მომავალში, იმიტომ, რომ ამ ქარტიას ამოქმედების პერსპექტივა არ აქვს. შესაბამისად, შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს შორის, ეს მათი შიდა ერთგვარი თამაშებია. სხვას ვერაფერს დავარქმევ," - განაცხადა მიქანაძემ.

მან ასევე არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან.

„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით მხოლოდ და მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ["ქართული ოცნების"] ოფისის ეზოში იქნება ძალიან დიდი ზეიმი 26 ოქტომბერს. რაც შეეხება პრეზიდენტს - მის განცხადებაშიც კი გუშინ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან, საერთოდ არ იცავს ნეიტრალიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომელსაც პრეზიდენტი უნდა იცავდეს, და რაც მთავარია, ფიქსირდება პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. პრეზიდენტის მიერ მსგავსი პლატფორმის ორგანიზება, რაღაც ე.წ. საკოორდინაციო შტაბის ორგანიზება, სხვა არაფერია თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და წარმოადგენს წინასაარჩევნო დარღვევას," - განაცხადა მიქანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა