აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც წუხელ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადიგოვის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა.

მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ მოინახულა. როგორც ადვოკატი აცხადებს, სადიგოვი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„მძიმეა მდგომარეობა, შიმშილობს ადამიანი და როგორ იქნება, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ჩვენი პოზიცია ისევ ასეთია, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, მაგრამ ჯერჯერობით არ აპირებს. სუსტად არის“, - აცხადებს ნოზაძე.

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს. მისი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება