ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი დიალოგი გრძელდება, რათა ლიბანსა და ღაზაში სიონისტური რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს საუდის არაბეთის გარდა რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც გამართავს.

„დღეიდან რიადსა და რეგიონის სხვა დედაქალაქებში ვიზიტებს ვიწყებ, რათა ვეცადოთ, რომ რეგიონის ქვეყნების კოლექტიური მოქმედებით ლიბანში სასტიკი თავდასხმები შევაჩეროთ“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება