ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ

2024 წლის 1 ოქტომბერს, „სოკარმა“ ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს ნავთობბაზაზე უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც მათ მოისმინეს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ისტორია, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

ნავთობბაზის დათვალიერების პარალელურად, ტურის მიმდინარეობისას, გაეცნენ საწვავის ხარისხს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა გზას გადის ის საქართველოში შემოსვლიდან მომხმარებლის ავტომობილის ავზში მოხვედრამდე. აღსანიშნავია, რომ „სოკარის“ საწვავი „ნანო დანამატით“ არის წარმოდგენილი, რომელსაც უმსხვილესი გერმანული კომპანია „BASF-SE“ ამზადებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების გაცნობას, რომელსაც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ უკვე მრავალი წელია ზედმიწევნით მიჰყვება.

გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ თავადვე დაეთვალიერებინათ ნავთობბაზის უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს საწვავის ხარისხის კონტროლი, რაც მნიშვნელოვნად გამოარჩევს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ სხვა კომპანიებისგან.

საქართველოს ყველა რეგიონში „სოკარი“ მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება