სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე - პრეზიდენტი მაო იანდონგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების გაცნობას და არსებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

„ლია გიგაურმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედ იმ უნიკალურ მექანიზმებზე, რომლებიც მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მნიშვნელობას და მიმოიხილა არსებული პროგრამები.

თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნულ სფეროში ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

მხარეებმა გამოცდილების გაზიარების გაგრძელების კუთხით მზაობა გამოთქვეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს