ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობის“ კამპანიაზე - ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაზე და მათ ბანერებზე საუბრობს, რომლის შეფასებითაც, „ეს პირდაპირ ზიზღის და ბულინგის ენაა“.

ირაკლი კირცხალია აგრეთვე სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, თავიანთ ანგარიშებში შეიტანონ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზე ვხედავთ.

„ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ეს ბანერებიც არის ამის პირდაპირი გამოხატულება. მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მუშაობს და რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, სასწრაფოდ შეიტანონ თავიანთ ანგარიშებში ეს სიბინძურე, ეს სიძულვილის ენა, რასაც ვხედავთ მათ ბანერებზე. ვისაც ეკუთვნის, ადრესატი თვითონ მიხვდება, რომ ნუ არიან დაკავებული ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია და წინასაარჩევნო ვითარება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს