„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი გია ჭყონია შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან  აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მან მოინახულა კოლმეურნეობის, ფერმერებისა და ყელის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.

შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ვაფასებ თითოეული ამომრჩევლის თანადგომას. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი რეგიონი სხვა და სხვა მიმართულებით. თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გია ჭყონიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება