„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმში მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ - რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ბათუმში, ავგიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აჩიკო ბერიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამომრჩევლის ჩართულობის აუცილებლობას.

„ინდივიდუალური შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობის ახლოს გასაცნობად და საკომუნიკაციოდ, მათი ხედვებისა და აზრების მოსასმენად. რაც მათ წინაშე არსებული პრობლემების დროული მოგვარების მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.

თითოეული შეხვედრის დროს, მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მშვიდობა მათი მთავარი მოთხოვნაა. სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდი არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება