ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას დაესწრო

ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც დაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სრულიად გარემონტდა და განახლდა, აღიჭურვა ახალი აპარატურითა და ინვენტარით. კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარება „ემერჯენსი“- მე-3 დონის, მოზრდილთა და ბავშვთა: ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთა ნევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგია და კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე - სტაციონარული დიალიზი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი