გია ჯაფარიძე - ჩვენი მოლოდინია, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და იქნება ძალიან კრიტიკული „ქართული ოცნების“ მიმართ

„ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური ხელისუფლება - ევროკავშირი ცდილობს, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, ქართველი ხალხის მხარდამჭერი იქნება და ასევე ძალიან კრიტიკული იქნება „ქართული ოცნების“ მიმართ.

„ქართული ოცნების“ ყოველი დღე საქართველოს ხელისუფლებაში სახიფათოა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ის, რაც ევროპის პარლამენტში ხდება, ძალიან ლოგიკური და ძალიან ბუნებრივია. ეს არის იმის გაგრძელება, რაც მანამდე დაიწყო და გამოაცხადა ევროპის კავშირმა. ევროპის კავშირი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს - არ იტყუება.

ეს არის პასუხი იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ყველაზე ანტიდასავლური ხელისუფლება. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებია, დემოკრატიის უკუსვლაა და მიღებულია „რუსული კანონი“. „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, უღალატა საქართველოს ისტორიულ არჩევანს, უღალატა ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაუპირისპირდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ევროპის კავშირი ამ შემთხვევაში ცდილობს გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს ისტორიულ არჩევანს. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. თქვენ გახსოვთ „ქართული ოცნება“ როგორ ატყუებდა საკუთარ მომხრეებს, რომ თითქოს ევროპის პარლამენტი მათი პოლიტიკას მიიღებდა, თუმცა პირიქით მოხდა - ევროპის პარლამენტის ყველა ის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უპირისპირდებოდა, ევროპის პარლამენტში კვლავ არჩეულია, უფრო მეტიც, ევროპის პარლამენტში კვლავ არიან „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არჩეული. ჩვენი მოლოდინი არის, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და იქნება ძალიან კრიტიკული „ქართული ოცნების“ მიმართ. „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ - ამ პრინციპით ძალიან დააგვიანა ევროპის კავშირმა, დააგვიანეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ მიიღეს ის პოზიცია, რომელიც აქამდე უნდა ჰქონდათ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება