ჯოზეფ ბორელი - უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის დაწესებას.

„ეს წინასწარგანზრახული მავნე ქმედებები რუსეთის ფართო, კოორდინირებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების გაყოფას, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების

დესტაბილიზაციას და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისა და მისი თავდაცვის უნარის დასუსტებას. ეს სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს: ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, რათა ამ ქმედებებს დავუპირისპირდეთ და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება იქამდე, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს, საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირს სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. ახალი მექანიზმი სანქცირებული პირების აქტივების გაყინვასა და მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება