ევროკავშირის ოფისი - საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად - 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმადვე, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

„ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“. 2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს