„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პეკინის N41-ში შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების" მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე. ასევე ქვეყნის მიერ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

დელეგატის თქმით, ამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

„მჯერა, რომ თითოეული მათგანი თავიანთ სახლებში დაბრუნდება და ეს მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და ურთიერთშერიგებით მოხდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება