ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.

წელს, სპეციალურმა ჯიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა.

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები არიან:

  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამარჯვებული მასწავლებლები ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა. მასწავლებელის ეროვნულმა ჯილდომ კი ფინალისტები თანამედროვე, ექსკლუზიური „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებით დაასაჩუქრა. „სულაკაურის გამომცემლობამ“ თერთმეტივე ფინალისტს გადასცა გამომცემლობის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი - "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანი, რომელიც მხატვარ დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს