მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები - ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ვირჯინია მესინამ ისაუბრა.

“ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიას, რათა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში.

საქართველოში ტურიზმის სექტორი სამუშაო ადგილების 30%-ზე მეტს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი პატივია ამ ქვეყანაში პირველად ჩამოსვლა. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამდენი ისტორიული სანახაობებით,

ასეთი მრავალფეროვანი კულტურით და რელიგიით. ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან გამორჩეულ შემოთავაზებას, რაც თქვენ გაქვთ. საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება.

ჩვენ კი, განვაგრძობთ საქართველოს მსოფლიოს შუაგულში დაყენებას”, - განაცხადა ვირჯინია მესინამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება