მიხეილ სარჯველაძე - უახლოესი წლების განმავლობაში, ბინებს  6 000 დევნილი ოჯახი მიიღებს

არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35 000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6 000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს , - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობები საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს.

„თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება ბინები ოჯახებზე, ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში.

დევნილთა განსახლება მკაფიო რეგლამენტაციისა და დევნილი ოჯახების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება, ოჯახის წინაშე იდგეს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის საკმაოდ შრომატევადი შეფასების პროცესი. ახლაც ქუთაისში მიმდინარეა ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას საანკეტო მონაცემებისა და კონკრეტულად ვიზიტები ხორციელდება ოჯახებთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი