მიხეილ სარჯველაძე - არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება, სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს

ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი,თუ - მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია - ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ მოქალაქეებს მედიკამენტები.

„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.

კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე - სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება - ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება