გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ ელჩს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებისა და კავშირის გაძლიერების მიმართულებით აღინიშნა ბრიტანეთის საბჭოს როლი და მნიშვნელობა.

გივი მიქანაძემ გარეტ უორდს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება