რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომლებთან ერთადაც დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეათანხმეს.

„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამშრომლებს „ქართული ოცნებიდან“ : ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე.

ახლა, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს