ვერა იუროვა - საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა - ეს ზომები შესაძლოა შებრუნდეს, გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპულ პარლამენტს, იმისთვის, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირს ქმედებებისთვის მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, “ევროპული მშვიდობის მექანიზმის” მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენდა, შეჩერდა, ხოლო მხარდაჭერის პორტფოლიო გადახედვის პროცესშია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ შეაბრუნონ საკუთარი ქმედებების კურსი და ჩვენი კომუნიკაცია გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრ თქვენგანს გაახსენდება მსგავსი მოწოდებები. ეს ზომები შესაძლოა შებრუნებულ იქნას და გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიწყონ კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გამოთქმულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კონკრეტულად კი კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავენ”, - განაცხადა იუროვამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი