პეტრას აუსტრევიჩუსი - საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე - თქვენ ევროპას ეკუთვნით

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით წაიყვანა. საქარველოს მთავრობამ მიატოვა წინა დაპირება და აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

„ვიმეორებ საერთო მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პირების ქმედებებმა, მოეხდინათ დასავლეთთან ანტაგონიზმის პროვოცირება თავისი შედეგი გამოიღო - „პოლიტიკური დიალოგი აშშ-სთან და ევროკავშირთან მეტწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე შემოიზღუდა“.

„მოახლობული არჩევნები არის შესაძლებლობა საქარველოსთვის აღიდგინოს ევროპული ოცნება. მოვუწოდებ ქართველ ხალხს უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე. თქვენ ევროპას ეკუთვნით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს