მაიკლ გალერი - ქართველები ნამდვილად თავად გადაწყვეტენ თუ რომელი გზის გაგრძელება სურთ - დარწმუნებული ვარ, ხალხი ნათელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეტყვის მსოფლიოს, რომელი გზაა საუკეთესო

ევროპელები, ვიღებთ იმ გზას და გადაწყვეტილებას, რომელსაც თავისუფალი ხალხი ირჩევს თავისი მომავლისთვის, ეს არის რუსეთთან სხვაობა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გალერის თქმით, ქართველები თავად გადაწყვეტენ თუ რომელი გზის გაგრძელება სურთ.

“ამ ეტაპზე არ ველი ვერდიქტს მომავალი არჩევნების ხარისხის შესახებ, ამისთვის ეუთოს გრძელვადიანი მისია გვაქვს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ სამუშაოს აკეთებენ. მე უბრალოდ ველი, რომ შესაბამისი ოფიციალური პირები არჩევნებისთვის არსებულ კანონებს გაატარებენ შესაბამისი სამართლიანი, პროფესიონალური ფორმით.

ქართველები ნამდვილად თავად გადაწყვეტენ თუ რომელი გზის გაგრძელება სურთ. და ამ მომენტისთვის ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირისკენ ამ გზას, ვინაიდან, ეს არის პერსპექტივა, რომელსაც რაღაც გააჩნია ყველა მოქალაქისთვის ყველა ქვეყანაში. ერთი ქვეყანაც არ არის, რომელიც ახლა უარესადაა, ვიდრე ევროკავშირში შესვლამდე იყო.

ჩვენ, როგორც ევროპელები, ვიღებთ გზას და გადაწყვეტილებას, რომელსაც თავისუფალი ხალხი ირჩევს თავისი მომავლისთვის. ეს არის რუსეთთან სხვაობა, რომელიც ამას არ ეგუება. ამ მომენტისთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის მეშვეობით, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხი ძალიან ნათელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეტყვის მსოფლიოს და ყველა მსმენელს, საქართველოს რომელი გზაა საუკეთესო ამ არჩევნებისთვის”, - განაცხადა გალერიმ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება