ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა - დემოკრატია გაიმარჯვებს და უნდა გაიმარჯვოს

რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. “უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, არა უბრალოდ არასწორია, არამედ სახიფათოა.

„ამ კანონებმა შემაკავებელი სიგნალი გაუგზავნეს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. კანონები, რომლებიც რუსეთის სახელმძღვანელოდან არის მოდელირებული, მზად არის ჩაახშოს ოპოზიცია და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს, რომელიც დიდწილად მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები ძირს უთხრის ამ მომავალს”, - დასძინა ევროდეპუტატმა.

კოლსმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

„ყველაფერი, რაც ამაზე ნაკლები იქნება, იმის რისკს ქმნის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირისკენ გზას.

მაგრამ მომეცით საშუალება ნათლად ვთქვა, მაშინ, როდესაც მთავრობას შეუძლია ნარატივებით მანიპულაციას ცდილობდეს, ქართველი ხალხის დემოკრატიისა და პროევროპული მომავლისთვის მისწრაფებები არ შეიძლება გაჩუმდეს და არ გაჩუმდება. მათი დემოკრატია გაიმარჯვებს და უნდა გაიმარჯვოს”, - განაცხადა კოლსმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება