ანა ნაცვლიშვილი - პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან - ისინი ძალიან ღიად ამბობენ: „ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანთ“, „შეცვალეთ გზა“, „შეცვალეთ ეს ხალხი“

ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს და ისინი უკვე პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ სხდომას გამოეხმაურა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაჩინოს თავისი მტკიცე ნება.

„მოსმენა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში გაიმართა, ისევე, როგორც ელჩების განცხადებები, ქართველ ხალხს ეუბნება იმას, რომ ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაჩინოს თავისი მტკიცე ნება. არის ის რუსულ ხელისუფლებასთან და რუსულ გზას ირჩევს, თუ სურს მას, რომ გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი. თუ ხალხს სურს, ეს ქვეყანა ნამდვილად გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და აღარასოდეს დაბრუნდეს რუსულ ჭაობში, მაშინ ამის დამტკიცებისა და დადასტურების ერთადერთი გზა არის რუსული ხელისუფლების გაშვება 26 ოქტომბერს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო აირჩევს ევროპულ მომავალს და არა რუსულ ჭაობს, მაგრამ მომენტი, როცა ეს უნდა გაფორმდეს, ეს არის არჩევნები. ამ გზავნილის მატარებელია ევროპარლამენტში ეს განხილვა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები, საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევა კი არა, სიმართლის თქმაა.

„„ქართული ოცნება“ ატყუებს ქართველ ხალხს და ევროკავშირი ამ ტყუილში არ გაჰყვება. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა „ქართული ოცნების“ ტყუილში მიიღონ მონაწილეობა. აბა, მერე ნახეთ, თავს თუ დაესხმებიან. ეს ხალხი გამოდის და ღიად ამბობს, თუ გინდათ იყოთ ჩვენი გაერთიანების წევრი, მაშინ ჩვენ გეუბნებით სიმართლეს. როგორც „მონანიებაშია“, გვეუბნებიან ძალიან ღიად, რომ ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანთ, შეცვალეთ გზა. ეს ხალხი არ მიგიყვანთ ტაძართან, შეცვალეთ ეს ხალხი. ამას გვეუბნებიან და ეს ჩარევაა? ეს არის სიმართლის თქმა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის